დღეს დილით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ ახალგაზრდებს შეხვდა.
ადრე დილიდან, აქ ახალგაზრდები ყაველაშვილის “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დანიშვნას აპროტესტებდა. მათ, სიმბოლურად, საკუთარი დიპლომები მიიტანეს – “ვანახოთ ყაველაშვილს დიპლომი“! – ასეთი იყო მათი მესიჯი.
ნაწილმა კი, პარლამენტთან ბურთები მიიტანა და ყაველაშვილი ბურთის სათამაშოდ გამოიწვია – “გამო, ყაველ, ბურთი ვითამაშოთ!“
პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლემდე მიაცილეს.