“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის, დიმიტრი ჩიქოვანის განცხადებით, მასზე თავდასხმა 8 მაისს მოხდა, მაგრამ გამოძიების მასალები ადვოკატისთვის დღემდე გადაცემული არ არის.
“ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. პოლიციამ გამომკითხა ორ კვირაში, საკმაოდ დაგვიანებულია, ცხელ კვალზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. ეს გამოკითხვაც არაფორმალურ სახეს ატარებდა. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული, დაზარალებულად ცნობაც ორი თვის შემდეგ მოხდა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ქარტული ოცნების” მთავრობისთვის ამ საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, რადგან ცალსახად ისინი არიან ამ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან”,_ განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.