„ჩვენ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისგან არანაირი ზედმეტი მოლოდინები არ გვაქვს“, _ წერს ტელეგრამზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.
- რუსეთისთვის ეს არჩევნები არაფერს არ ცვლის, რადგან ორივე კანდიდატის პოზიციები სრულიად ასახავს ორპარტიულ კონსესუსს ჩვენი ქვეყნის დამარცხების აუცილებლობაში.
- კამალა სულელია, გამოუცდელია, მართვადია და გარშემო ყველასი შეეშინდება. ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში აიღებენ წონიანი მინისტრები, თანაშემწეები და ობამას ოჯახის წევრები.
- გადაღლილი ტრამპი აუცილებლად დაიცავს სისტემურ წესებს. ის ომს ვერ შეაჩერებს ვერც ერთ დღეში, ვერც სამ დღეში და ვერც სამ თვეში. და თუ ამას რეალურად მოინდომებს, შეიძლება გახდეს ახალი JFK (ჯონ ფიტცჯერალდ კენედი).