„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებზე და აქციისკენ მოწოდებებზე, რათა მოხდეს სახალხო მღელვარების პროვოცირება, საკადრისი პასუხი იქნება მისი გადაყენება და დაპატიმრება“.
ამის შესახებ გუშინ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„საქართველოს მარიონეტმა პრეზიდენტმა არ ცნო არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, მოუწოდა რა ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა მისი თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, _ დაწერა მედვედევმა X-ზე.