უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს, ეს არის გეგმა A, B და C, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენს უკრაინელ თანამოსაუბრეებს შევახსენებ, რომ უკრაინა კარგავს მიწებს და გააგრძელებს მათ დაკარგვას. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. აი ეს არის გეგმა A-ც, B-ც და C-ც“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, კიევი ვალდებულია, საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გაიყვანოს.
„რა თქმა უნდა, ეს არის კიევის რეჟიმის შეიარაღებული ძალების გაყვანა დონბასიდან: ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა მათ შეკითხვას, რაში მდგომარეოპს დონბასის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა.




























































