,,ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ“, _ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კულება, თავის მორიგ განცხადებაში აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე არიან, მისი თქმით მხოლოდ ექსტრადაციას არ განიხილავენ.
“მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. როგორც ჩვენ ასევე მისი ადვოკატები და უკრაინის კონსული საქართველოში. რამდენიმე საუბარი შედგა სადაც მისი და მისი უფლებადამცველების პოზიცია გავიგეთ. ამ საქმის იურიდიულ დეტალებს ვსწავლობთ და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ. როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაბიჯებს გადავდგამთ, და ეს არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს, მედიას ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ”, _ განაცხადა დიმიტრო კულებამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკვეს, რომლის შემდგომ ის ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს. როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება.
[sexy_author_bio]