https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„დინამოდან” ალექსანდრე ჩივაძეს რომ უშვებდნენ და მე რომ გადავარჩინე, ეგ ამბავი თუ იცით?”

11:30; 24.09.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი ბრძანდება. ძოძუაშვილზე როდესაც საუბრობენ, აუცილებლად იხსენებენ საბჭოთა კავშირისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შეხვედრას, სადაც ქართველი ვარსკვლავი ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს დაუდგა და, ჩვენში რომ იტყვიან, ფეხი არ გაანძრევინა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბატონი რეზო მწვრთნელობის რთულ აღმართს შეუდგა. რასაკვირველია ამ სფეროშიც დიდ წარმატებებს მიაღწია. საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ, ლატვია და მის მიერ გაწვრთნილი ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი გავიხსენოთ. სწორედ რომ რევაზ ძოძუაშვილის დიდი დამსახურება და წვლილი გახლდათ ამ არასაფეხბურთო ქვეყნის ნაკრებმა ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე რომ იასპარეზა.

რევაზ ძოძუაშვილი დღეს საკუთარ სპორტულ კარიერას გაიხსენებს.

„ქუთაისის ძველ და ლამაზ უბანში, ბალახვანში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთის თამაშიც იქვე დავიწყე: ჯერ ეზოში, შემდეგ ქუჩაში, რასაც სკოლის სტადიონი მოჰყვა. სხვათა შორის, კარგი გუნდი გვყავდა – თითქმის სულ ვიგებდით, რამდენიმე კომბინაცია გვქონდა დამუშავებული, ექვს-შვიდსვლიანი და ამით გავდიოდით ფონს.

16 თუ 17 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის „რიონში” მოვხვდი. კარგი გუნდი იყო. მერე ჩვენი მწვრთნელი ჯუმბერ რუსაძე „იმერეთში” გადავიდა და მეც თან წამიყვანა. სხვათა შორის, ბატონი ჯუმბერი თავის დროზე თბილისის „დინამოში” თამაშობდა.

დამამთავრებელ კლასებში საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი ფეხბურთელობა, მაგრამ სახლში ვერ ვამხელდი. ვიცოდი, მამა ჩემს აზრს აღფრთოვანებით არ შეხვდებოდა. ერთხელ ცუდი ნიშანი მივიღე, მამა გამიბრაზდა და მკითხა, გამაგებინე, რა აპირებ, ცუდად რომ სწავლობ მაინცა და მაინც „საპოჟნიკობა” გინდაო? არა მამა, ფეხბურთელობას ვაპირებ-მეთქი – ვუპასუხე. მას დიდი ხანი დასჭირდა, ჩემს გადაწყვეტილებას რომ შეგუებოდა.

„იმერეთში” ჯერ ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი, მერე კი უკან დამწიეს. სხვათა შორის, მე და სერგო კუტივაძე ერთად ვთამაშობდით. 1962 წელს მიხაილ იაკუშინმა თბილისის „დინამოს” სათადარიგო შემადგენლობაში მიმიწვია, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ ქუთაისში დავბრუნდი – ანდრო ჟორდანიამ მოითხოვა ჩემი თავი. არც ქუთაისში გავჩერებულვარ დიდხანს, კლუბში მძაფრი კონკურენცია იყო და გამოცდილების მისაღებად სოხუმში წავედი იური გრამატიკოპულოსთან. დაცვაში პირველად სწორედ გრამატიკოპულომ მათამაშა. მას უკრაინული სკოლა ჰქონდა გავლილი კიევის „დინამოში” და იმ დროისთვის ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო.

1964-1965 წლები სოხუმში გავატარე. ეს დაუვიწყარი დროა ჩემთვის! მერე ქუთაისში დავბრუნდი, სადაც გიგა ნორაკიძემ საბოლოოდ მიმიჩინა ადგილი – მარცხენა მცველის პოზიცია შემირჩია. 1967 წლის მიწურულს, ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის „დინამოს” წინააღმდეგ ვითამაშე – სლავა მეტრეველი იყო ჩემი მეტოქე. ეტყობა, ცუდად არ ვიასპარეზე, რადგან მალე „დინამოს” თავკაცი ვიაჩესლავ სოლოვიოვი შემეხმიანა და თბილისში მიხმო.

ის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშე, ეს ორი დიდებული ადამიანის, ორი ბრწყინვალე მწვრთნელის იური გრამატიკოპულოს და მიხაილ იაკუშინის დამსახურებაა. თუ რამე გამეგება ფეხბურთში, მათი წყალობით. წლები ვითამაშე ამ დიდი ადამიანების ხელში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი თავის საქმის ნაღდი პროფესიონალები იყვნენ!

საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ – 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება – ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა – თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.

ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ! თუმცა ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველზე და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.

წლების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მეც გამომიგზავნეს ბარათით: ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და შეძლო მისი ნეიტრალიზება.

1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის” გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი… სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!

ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მესვება…

„დინამოდან” ალექსანდრე ჩივაძეს რომ უშვებდნენ და მე რომ გადავარჩინე, ეგ ამბავი თუ იცით? მოკლედ, ასე იყო: საშა, თემურ ჩხაიძე და ვახტანგ კოპალეიშვილი ალმა-ათაში ცუდად მოიქცნენ, თბილისში, გუნდის საერთო კრებაზე კი სასტიკი საყვედური გამოუცხადეს და გაშვება დაუპირეს. ასე თუ ისე, სიტყვა მეთქმოდა, წამოვდექი და ვთქვი: ახალგაზრდები არიან, ყველაფერი წინ აქვთ, მოდით ეს ერთი გადაცდომა ვაპატიოთ, დარწმუნებული ვარ ასეთი რამ აღარ განმეორდება-მეთქი. ატყდა ერთი ამბავი, ხელმძღვანელები თავისას არ იშლიან – ახალგაზრდებს ჭკუა უნდა ვასწავლოთ, ვერ ხვდებიან რა კლუბში თამაშობენო, მაგრამ ასე იყო თუ ისე, სამივე კლუბში დარჩა. საშა ჩივაძის „დინამოდან” წასვლა რამხელა შეცდომა იქნებოდა, ხომ ხვდებით?

ფეხბურთელის კარიერამ უამრავი ტკბილი მოგონება დამიტოვა. ხუმრობა ხომ არაა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში 5 წელი ვითამაშე, თბილისის „დინამოში” – 8, ამას ქუთაისში გატარებული სეზონებიც რომ მივამატოთ, 10 გამოვა. ეგებ, დღევანდელი გადასახედიდან ეს არაა ბევრი, მაგრამ ჩვენ დროს 30 წლის მოთამაშე უკვე მოხუცად ითვლებოდა და შანსს აღარ აძლევდნენ. რატომ იყო ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია და ამას ვერსად წავუვალთ.

კარიერის დასრულების შემდეგ უფეხბურთობას ვერ შევეგუე. მწვრთნელობა მსურდა, მაგრამ მსაჯობით დავიწყე. სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ავთანდილ ჭკუასელმა არჩევანი მომიწონა და ყოველთვის ხელს მიწყობდა. მისი დახმარებით საქართველოს პირველი ლიგის მატჩებს ვემსახურებოდი და რამდენჯერმე უმაღლესი ლიგის თამაშიც მანდეს. ჩემი „სამსაჯო” კარიერა თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა, მერე კი მწვრთნელობაზე გადავერთე და დღემდე ამ სფეროში ვარ.

ერთ ისტორიას გავიხსენებ: სოხუმის „დინამოს” და ფოთის „კოლხეთის” მთავარი მსაჯი ვიყავი. მოგების შემთხვევაში ფოთელები მეორე ადგილზე გადიოდნენ, სოხუმელები კი, მარცხის შემთხვევაში, ლიგიდან ვარდებოდნენ. იყო ერთი გაწევ-გამოწევა, ჩხუბიც მომიხდა, თუმცა დიდი არაფერი. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ ფოთის გუნდის ხელმძღვანელები თბილისში, რესპუბლიკის სპორტკომიტეტში მივიდნენ რამაზ გოგლიძესთან – ჩემზე ჩიოდნენ. გოგლიძემ ისინი გარეთ გაყარა – თქვენ ის ხალხი არ ხართ, ძოძუაშვილს მსაჯობა ასწავლოთო! ეტყობა ფოთელებმა წყენა გულში ჩაიდეს და ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაში მაგრად მცემეს! თუმცა რაც იყო, იყო – მსაჯობამ ბევრი მასწავლა.

ჩემი სამწვრთნელო დებიუტი თბილისის არმიის სპორტული კლუბის ხელმძღვანელის რანგში შედგა. მაშინ კლუბს ზაურ კალოევი ხელმძღვანელობდა, მე კი მისი თანაშემწე ვიყავი. საკავშირო ტურნირის წინ, რომელსაც „ვარუჟონკა” ერქვა და სადაც ჯართან დაკავშირებული გუნდები მონაწილეობდნენ, კალოევი შეუძლოდ გახდა, ამიტომ ჩვენი გუნდი საასპარეზოდ მე წავიყვანე. ჩემპიონები გავხდით!

ყველამ იცოდა, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს 25 წლამდე ცოლის მოყვანა აკრძალული ჰქონდათ. ეს წესი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის საწყის წლებში, როცა ბიჭები ადრეულ ასაკში ოჯახდებოდნენ. ადრეც მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ცოლშერთული ფეხბურთელი თამაშს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს და ამით გუნდი და ცხადია, პირველ რიგში, თავად ის ზარალდება. ახლაც ვფიქრობ, რომ ფეხბურთელმა ოჯახი კარიერის მიწურულს უნდა შექმნას.

ჩემს „აკრძალვასთან” დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია გადამხდა. მაშინ თბილისის „დინამოს” ვწვრთნიდი. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს გავიგე, რომ შოთა არველაძე ცოლს ირთავს. გავგიჟდი, წინააღმდეგი ვიყავი, მივედი კლუბის პრეზიდენტთან მერაბ ჟორდანიასთან და ვუთხარი: მერაბ, უნდა მიშველო, ხომ იცნობ მამამისს, უთხარი შოთას გადააფიქრებინოს-მეთქი. გაგიჟდა ჟორდანია, კაცს ასეთი რამ როგორ ვუთხრა, რას მელაპარაკებიო. მეც ავდექი და პირდაპირ ვაჯახე: თუ ცოლის მოყვანაა, აგერაა რეზო და ცოლი იმან მოიყვანოს-მეთქი. ამ ისტორიას დღემდე ყველა სიცილით იხსენებს…

საუკეთესო მწვრთნელი? უამრავ ძლიერ სპეციალისტთან ვიმუშავე: გავრილ კაჩალინი, ანდრო ჟორდანია, გიგა ნორაკიძე, კონსტანტინ ბესკოვი, მიხაილ იაკუშინი… ისინი ძალიან ძლიერი მწვრთნელები იყვნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. სხვათა შორის, მცირე ხნით ნოდარ ახალკაცთანაც ვმუშაობდი. მასზე მე რა უნდა ვთქვა? შედეგები ყველაფერზე მეტყველებს“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

რევაზ ძოძუაშვილი
გაზიარება415Tweet259Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026

„ნაღვლიანი კომედიების“ „მხიარული“ შემოქმედი

"შემთხვევები 50%-ით შემცირდა" - რის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

9:46; 13.02.2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

9:44; 13.02.2026
ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

9:40; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

9:38; 13.02.2026
ზაფრანი

ვინ განიცდის ყველაფერს ზედმეტად

9:37; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე გაბედული ზოდიაქოს ნიშნები   

9:34; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციელი დააკავა

9:31; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო