ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
როგორც ცნობილია ძმამ და მოკლა და შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით მამალაძე ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და არა ადეკვატურია.
“კვდებოდა და ტანჯვა შევუბსუბუქეო, ასე ახსნა ჩემთან მკვლელობის მიზეზი. მაგრამ რის გამო არ დაუძახა მეზობლებს და რატომ დამარხა ეზოში საკუთარი და, ამასთან დაკავშირებთ ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე“- გვითხრა დავით მამალაძემ.
ამავე თემაზე: საზარელი მკვლელობა ოზურგეთში _ ძმამ და, სავარაუდოდ, ჩაქუჩით მოკლა
ეზოში დამარხული ცხედარი და შსს-ს მიერ გახსნილი გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი