სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეესაბამება ჩვენი ვიბრაციული მუხტი ჩვენი სახელის ჟღერადობას.
თუ მოგვწონს სახელი და არ გვაღიზიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა სწორად შეგვირჩიეს. თუ არ მოგვწონს, მაშინ ჩვენ დამოუკიდებლად ვიცვლით მას.
მაგალითად, თუ მაია ითხოვს, რომ მაკა დავუძახოთ, ან საერთოდ სხვა სახელი, ვთქვათ, თეკლა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბგერათა ჟღერადობა მისთვის უფრო მისაღებია.
ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანს გავიცნობთ, ვიგებთ მის სახელს და ვერ ვეძახით, რადგან მისი გარეგნობა, მისგან წამოსული ვიბრაციული მუხტი სხვა ჟღერადობას ითხოვს. სწორედ ამიტომ მოიგონა ადამიანმა ფსევდონიმი. სახელის შეცვლის შემდეგ პოპულარობაც ადვილად მოდის მასთან.
ფსევდონიმს თითქმის ყველა მწერალი თუ პოეტი იყენებს. კიდევ იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ რიცხვში დავიბადეთ, ასევე ყურადსაღებია ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი. მოკლედ, თუ დისკომფორტი იგრძენით, გადაირქვით სახელი, ამით არაფერი დაშავდება.
ავტორი