შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა.
გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.