https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

    ,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

    მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა

    “ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ და მორჩა კინო” _ კახა ასკურავა

    მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს

    “ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა” – რა გაეპარა საკუთარ გუნდზე წილოსანს და როგორ სცადა ჩასწორება?

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

    APA – თურქეთი საქართველოში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

    პესკოვი: რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მიზნების მიღწევის შემდეგ

    აღმოჩენილია კოღო, რომელიც მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებს (უცხოეთი)

    აშშ-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

    ჯო ბაიდენი: ტრამპმა დარტყმა მიაყენა კონსტიტუციას, დემოკრატიას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცხოვრება მძიმე სამუშაო პირობებით და წარმატებული ქალები

6:06; 25.06.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს დაბა ნასაკირალის ცენტრია _ ძველი, საბჭოთადროინდელი შენობების დიდი ნაწილი დანგრეული ან დანგრევის პირასაა. ქართლის დედა, რომელიც, სავარაუდოდ, ხმლით  მტრებს უნდა დახვდეს, ამ ნანგრევების ფონზე, ომახიანად ვეღარ გამოიყურება და ბავშვების გართობის არცთუ უსაფრთხო ატრიბუტადაა  ქცეული.

ასე გამოიყურება ნასაკირალის საავადმყოფოს შენობა

ეს კი ნასაკირალის ამბულატორიის ინტერიერია, სადაც პაციენტების მიღება და სამედიცინო პერსონალის ყოფნა სიცოცხლისათვის სახიფათოა

არადა, ნასაკირალი, რომელიც ქალაქ ოზურგეთიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, გურიის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ისტორიული ადგილია; ადრე, ტყით დაფარული ტერიტორია ფირალების თავშესაფარი და გურული ჯანყის ეპიცენტი, 1929 წლიდან საბჭოთა მეურნეობად, თერმული წყლების წყალობით კი _ კურორტად გადაიქცა. სწორედ ამ მეურნეობაში სამუშაოდ, ინტერნაციონალური მუშახელი ჩამოასახლეს – პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობდნენ.

გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, დაბა ნასაკირალში ხულოს რაიონიდან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფელ ზოტიდან რამდენიმე კომლი კომპაქტურად დასახლდა. ზვიად გამსახურდიას მმართველობის წლებში, ნასაკირალში, აგრეთვე ჩამოასახლეს შუა აზიაში მცხოვრები რეპატრირებული მესხები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ნასაკირალში სამიათასამდე მოსახლეა, უმრავლესობა – ქალები. მოსახლეობის 99% მუსლიმია. მუსლიმ თემებში ტრადიციულად შობადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაბა მიგრაციულია, მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის მოზარდები, სამუშაოს ქალაქებში ან მეზობელ თურქეთში ეძებენ.

ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლების 37.6%-ის შემოსავლები საარსებო მინიმუმზე დაბალია, ხოლო ამ ოჯახების 8.8%-ს სწორედ ის არასრულწლოვნები ინახავენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრებიან

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ 2015 წელს ჩაატარა, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). საზღვრის გადაკვეთისას, მათ 15%-ს არ აქვს მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

ამავე კვლევის მიხედვით, სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე, აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. გამოკითხულ რესპონდენტთა  77%-ის ოჯახში დედა დიასახლისია; ყოველი მეორე გამოკითხულის ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც _ უმუშევარია (30% შემთხვევაში _ 1, ხოლო 20% შემთხვევაში – 2 და მეტი).

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიგრაცია სამწუხარო რეალობაა და  სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გადინება:

_ ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოში“, სტარტაფების დაფინანსება. საგადასახადო კოდექსშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. სწორედ ასეთი ქმედითი ნაბიჯები შეუწყობს ხელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, _ ამბობს მარი ჩხიკვიშვილი.

 დაბა ნასაკირალში მცხოვრები ქალების უმეტესობა კი “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი და ხალხის საჭიროებებს მორგებული პროექტები უნდა განახორციელოს. თან, რაც მთავარია, პირველ რიგში, ქალებს უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენი ერთ- ერთი რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გაუმჟღავნებლობას გვთხოვს, წუხს, რომ თუ მოზარდი ბიჭები თურქეთში მძიმე ფიზიკური მუშაობით ჯანმრთელობას იუარესებენ (ბევრ მათგანს ხერხემლის პრობლემა აქვს), გოგონების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნით, უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას კარგავს:

_ ადრეულ ასაკში უხდებათ შვილების გაჩენა, მრავალსულიანი ოჯახების მოვლა, კარმიდამოს, საქონლის, საყოლის მოვლა…. უმაღლესი განათლება კი არა, ბევრს პროფესიაც არ აქვს და რომც ჰქონდეს, სად უნდა იმუშაოს?! ძალიან ცოტა ახერხებს, თვითრეალიზება შეძლოს და საკუთარი საქმე წამოიწყოს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთი – დაბა ნასაკირალში მცხოვრები წარმატებული ქალების შესახებ მოგვეთხრო მკითხველისთვის და დაბის ცენტრში მათი ვინაობა მოვიკითხეთ.

ზაფხულის სიცხეში, “ბირჟაზე“, მამაკაცები პოლიტიკაზე მსჯელობენ

როცა ჩვენი ფოტოამბავის გმირს ვეძებდით, მზია ირემაძის სამკერვალო ატელიე მიგვასწავლეს. ატელიე პროექტის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა. სწორედ აქ შევხვდით ნათია დავლაძეს. ნათია წარმოშობით ადიგენელია. 16 წლის ასაკში, ნასაკირალში შექმნა ოჯახი და ახლა სამი შვილის დედაა. ადრეულად ოჯახის შექმნის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა.

ნათია თვლის, რომ გაუმართლა _ ბებიასგან და დედისგან კერვა ისწავლა, რაც მხოლოდ ოჯახში კი არა, სამსახურის შოვნაშიც გამოადგა

_ ორი ქალი ვმუშობთ; ხშირად, იმდენი საქმე გვაქვს, რომ მთელი კვირა გვყოფნის, _ ამბობს ნათია. აქ მოსულ მომხმარებელს მყურდო გარემო, ქსოვილების ფართო არჩევანი და რაც მთავარია, კეთილგანწყობილება უნდა დავახვედროთ, _ ამბობს ნათია. ექვსსულიან ოჯახში, რომელიც სამი ბავშვის, დედამთილ-მამამთილისა და თავად ნათიასგან შედგება, ის ერთადერთი დასაქმებულია.

ატელიეში სტუმრობა ნასაკირალელ ქალბატონებს ძალიან უყვართ

სანამ ნათიას ვსტუმრობდით, სხვა წარმატებული ქალებიც გავიცანით; მაკა გორგაძე კეთილმოწყობილი მაღაზიის მეპატრონეა. როგორც მაკა ამბობს, მისი ოჯახი შრომისმოყვარეობამ და ცოლ-ქმრის ურთიერთხელშეწყობამ გადაარჩინა:

 – წარმატების მისაღწევად 24-საათიანი შრომა დაგვჭირდა; მე და ჩემი მეუღლე მიწაზე ვშრომობდით, საღამოობით კი საცხობში ვმუშაობდი, ნამცხვარს ვაცხობდი. გაგვიმართლა, რომ აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს; თან, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაფერს ერთმანეთის მხარში დგომით და ხელშეწყობით მივაღწიეთ.

ატელიეში სტუმრობისას, კიდევ ერთი წარმატებული ქალი – მარიამ ანთაძეც გავიცანით

მარიამ ანთაძემ საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სუპერმარკეტი გახნა.  უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გარდა, მას დაბაში სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობაც ადარდებს:

_ მე თვითდასაქმება შევძელი _ გავხსენი მაღაზია, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე და ყველა ვერც შეძლებს; ამიტომ, აქაურების უმეტესობა თურქეთში მძიმე სამუშაოს ასრულებს, რომ თავი გაიტანოს წლიდან წლამდე. ადამიანებს სჭირდებათ განათლების მიღება და შემდგომ – სამუშაოს შოვნა. ამისთვის კი სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი. ძალიან მაწუხებს, რომ ჩვენთან ამბულატორიის შენობა საშინელ დღეშია. პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ამ პრობლემის მოგვარება შეგვპირდა; ვუცდით, როდის შეასრულებს დანაპირებს,  _  ამბობს მარიამ ანთაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწე დაბა ნასაკირალში ქალია; ჩვენთან საუბარში ნინო ირემაძე ამბობს, რომ ქალთა პრობლემები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახებს და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, მისთვისაც მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანის მხარდამჭერი იქნება.

83 წლის ომერ მგელაძე ჩვენს კითხვას, რამდენად ემხრობა ადრეულ ასაკში ქორწინებას, იუმორით პასუხობს

 ბატონი ომერი ამბობს, რომ ოჯახი 15 წლის ასაკში შექმნა. ქორწინებისას, მისი მეუღლეც თხუთმეტი წლის იყო.

_ პრეტენზია რომ ჰქონდა, გამომყვებოდა?! ოჯახის შექმნას სირთულეები მოჰყვება _ ხან წაიჩხუბებ, ხან შერიგდები, ასეთია ცხოვრება. ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ, მეუღლე არაჩვეულებრივი ქალი იყო…  4 შვილი გვყავს, 22 შვილიშვილი, 25 შვილისშვილის შვილი და 4 კიდევ _ მათი შვილი. ხომ ნაყოფიერად გვიმუშავია, ხომ არ მიძინია?! _ ამბობს ომერ მგელაძე.

დაბა ნასაკირალის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ცეცხლაძის თქმით, ბოლო წლებში, იმ გოგონების რაოდენობა, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და უმაღლესი განათლების მისაღებად გამოცდებს აბარებენ, იზრდება:

_ 2016 წელს 6 გოგონა გახდა სტუდენტი. 2017 წელს _ 9 გოგონა, ხოლო წელს 8 გოგონა ემზადება გამოცდებისთვის და დარწმუნებული ვარ, უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებიან.

“ნაადრევი ქორწინებების რაოდენობა მცირდება, რადგან გოგონებს სურთ განათლებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. იყო წლები, როდესაც გოგონებიდან უმაღლეს განათლებას არავინ იღებდა, მაგრამ ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა”, _ ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორის ნათქვამს ადასტურებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწე დაბა ნასაკირალში ნინო ირემაძე:

“ვინც თხოვდება, ოჯახიდან ნამდვილად არ ექმნება რამე პრობლემა სწავლის გაგრძელების კუთხით, მაგრამ გადაწყვეტილებას აქ გოგონები იღებენ. ბოლო პერიოდში, უფრო მეტი მსურველია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლება მიიღოს”,  _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრისას ნინო ირემაძე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული პირები გაათავისუფლეს

შეიარაღებულ დაპირისპირებას ნიგერიაში 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

17:28; 12.11.2025
მთავარი

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:22; 12.11.2025
პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”: ადგილობრივი დემოკრატიის კრიზისს 2025 წლის მოწვევის საკრებულოები კიდევ უფრო გააღრმავებს

17:11; 12.11.2025
სამართალი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

16:53; 12.11.2025
მსოფლიო

აშშ-ში გათოვდა – 18 000 000 ადამიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს

16:24; 12.11.2025
პოლიტიკა

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

15:34; 12.11.2025
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა- თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

15:29; 12.11.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი ქვეყანა რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია

15:11; 12.11.2025
ფინანსები

თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის  მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14:57; 12.11.2025
საზოგადოება

“თბილისში შესაძლოა მგზავრობის საფასური შემცირდეს”

14:42; 12.11.2025
ფინანსები

გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ენერგეტიკის ფორუმზე გამოცდილება გააზიარეს

14:33; 12.11.2025
საზოგადოება

ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის

14:15; 12.11.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

13:46; 12.11.2025
საზოგადოება

“ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს”

13:42; 12.11.2025
ფეისბუქსტატუსები

“ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

13:29; 12.11.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

13:29; 12.11.2025
0

,,რავი, ხალხო, რა არ გამიშუქებია,მაგრამ ბოლო დროის ამ სიგიჟეებს მართლა ვეღარ ვუძლებ“ – ინგა გრიგოლია

10:02; 11.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო