გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს”ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთში არსებული ეპიდვითარების შესახებ ჩვენთან ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ინფიცირების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება. ინფიცირებულებს შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგებიც არიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება. ინფიცირებულებს შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგებიც არიან.
“შემცირებულია ინფიცირების რიცხვი, შესაბამისად შემცირებულია ჰოსპიტალიზების რაოდენობა. დადებითი შემთხვევები მაინც ყოველდღიურად ფიქსირდება. ეს არის ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები, ვინც გვაკითხავს ტესტირებისას და გეგმიური ტესტირების შედეგად გამოვლენილი შემთხვევები. დღეის მდგომარეობით ტესტირების რისკჯგუფებში შესულია სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, თავშესაფრის ბენეფიციარები. გეგმიური ტესტირების შედეგად გვაქვს ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებული პედაგოგიურ პერსონალში. დღეის მდგომარეობით, 6 ინფიცირებული პედაგოგი გვყავს, 2 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა, 3 პედაგოგია ინფიცირებული ბაღში და დახურულია 1 ბაღი”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21634 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21494 პაციენტი, გარდაცვლილია 96.