დიტო რაზმაძე, რომელმაც მშობლები აგვისტოს ომის დროს დაკარგა გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” 14 წლის წინ მომხდარს იხსენებს.
„ასე თუ ისე, ყველაფერი კარგად მახსოვს, კასეტური ბომბი შემოვარდა, მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა.
თავად მეზობლებსაც იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ, რომ თავიანთი ოჯახები მიატოვეს დროებით და კარებს გარედან ეჯაჯგურებოდნენ, რათა როგორმე გაეღოთ.
ვერ გააღეს კარები. მამაჩემმა გაზის მილიდან ჩამომიყვანა. ამ ფოტოზე მამაჩემი და ბიძაჩემია. დედაჩემის ჩამოსაყვანად ავიდა მეორედ, ვერცერთი ვეღარ გადარჩა.
თხოვნა მექნება ყველასთან. როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს, შვილი უნდა იზრდებოდეს მშობლების გვერდით“, – თქვა დიტო რაზმაძემ.