ადამიანებმა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დმანისის ცენტრში შესვლას, პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირებასაც.
არსებული ინფორმაციით, დმანისის ერთი შესასვლელიდან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ქალაქის ცენტრისკენ შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ.
როგორც მედია წერს, ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის და “მთავარის” ჟურნალისტებს.
არსებული ცნობით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.
დმანისთან შესასვლელი გზები სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს, რასაც მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილება.
































































