უკრაინის ქალაქებში შესული რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლონდონში განაცხადა.
„როდესაც შენს ქალაქებს ბომბები ეცემა და ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ – ძნელია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი. თუმცა, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ ყველა, ვინც ეს ომი შესაძლებელი გახადა, სამართლის წინაშე წარდგება”, – განაცხადა კულებამ.
Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერ მტკიცებულება არ წარუდგენია, გამოცემა კი ჯერ დამოუკიდებლად ფაქტის გადამოწმება ვერ მოახერხა.
[sexy_author_bio]