დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა და შვიდი კერძო სახლი ნაწილობრივ დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიციამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, იუწყება Ukrinform.
“აფეთქებები დნეპროპეტროვსკში. ამჟამად შვიდი კერძო სახლი ნაწილობრივ დანგრეულია. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.