https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დოდო აბაშიძის რუსული „თავგადასავალი“

15:05; 4.05.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

ბატონი გურამ ფირცხალავა ასეთ კურიოზს ყვებოდა:

„კინოფილმ „ციმბირელი პაპის“ სცენებს ციმბირში ვიღებდით და ქალაქ ირკუტსკში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს მე და დოდო აბაშიძემ ჩვენი კოლეგები და ადგილობრივები, რომლებიც გადაღებისას გავიცანით, მდიდრულ რესტორანში დავპატიჟეთ. ისე მოხდა, რომ სუფრას ახალი წევრები შემოემატნენ. მაგიდა გაფართოვდა, სუფრა განაახლეს. თამადა გია ბადრიძე იყო და მას ჩუმად ვუთხარით  – ცოტა ხნით ჰაერზე გავალთ და მალე მოვალთო…

რესტორნის შესასვლელთან ახლოს ოთხი „ბაკლანი“ (ჯანიანი) ახალგაზრდა შევნიშნეთ. ისინი უზარმაზარ თუჯის ურნასთან იდგნენ და რომ დაგვინახეს, „აბიჟნიკურად“ გვითხრეს“:

– ეი, „მუჟიკებო“, ამ ურნას ხომ არ იყიდით ას მანეთადო? 

იმ პერიოდში ფულის გამოძალვის ასეთი მეთოდი მოდაში იყო. ჩვენ ეს ვიცოდით და დოდომ მათ მიუგო:

– ვიყიდით, მაგრამ სახლში ახლავე წავიღებთო.

საქმე ის იყო, რომ ეს თუჯის ურნები 80-90 კილოგრამს მაინც იწონიდა. „აბიჟნიკებს“ გაეცინათ და დოდოს უთხრეს:

– წაიღე. ფული კი აქვე „დაყაჭეო“.

დოდომ თავისი გოლიათური ძალის წყალობით თუჯის ურნა მხარზე შეიგდო, ოთხეულს მიუახლოვდა, ერთ-ერთს მხარში ხელი ჩაავლო და დანარჩენ სამ გაქცეულს შესძახა:

– აქეთ „დაყაჭეთ“ გამოსასყიდი, თორემ ამ ურნას თქვენს მეგობარს თავში ჩავცხებო.

„აბიჟნიკებს“ 100 მანეთი აღმოაჩნდათ და „გამოსასყიდი“ გადაიხადეს“.

ციმბირელ „მუჟიკებთან“ არა, მაგრამ პროლეტარიატის ბელად, უკვდავ ლენინთან „ახლო ურთიერთობა“ გააჩნდა ცნობილ მსახიობ ზურა ყიფშიძეს… 

„შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს „წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა – „ლენინი მოკვდა!”. ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, „ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე – მეთქი. დედამ შემომხედა და მეუბნება: „წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ – მეთქი. ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე. მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი –  „ლენინი მოკვდა!”. სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: „შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.

დოდო აბაშიძე ციმბირელ „აბიჟნიკებთან“ „ურთიერთობდა“, ზურა ყიფშიძე დღე და ღამე დიდი ლენინის სახელს იმეორებდა. აი, გია ფერაძე კი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევთან გახლდათ „ჩახუტებული“ და მასთან ერთად სიგარეტსაც კი აბოლებდა.

ვაჟა ლორთქიფანიძე გიას ახლო მეგობარი იყო. როდესაც იგი კომკავშირის ცეკას მდივანი გახლდათ, ხშირად დაჰყავდა გია სხვადასხვა შეხვედრებზე. ერთხელაც გიამ მიაკითხა მას კაბინეტში. ვაჟამ სთხოვა:

-გია, აქ დაჯექი ცოტა ხანი, უცხოელი სტუმრები უნდა მივიღო 10 წუთით და მერე წავალთ.

გია დაჯდა კუთხეში, მაგიდიდან მოშორებით. შემოვიდნენ სტუმრები. გავიდა 20 წუთი, შეხვედრა გაიწელა და აღარ მთავრდებოდა. მოსალოდნელი პურმარილის ლოდინში გია ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტა ხანში ადგა, ამოიღო სიგარეტი, მივიდა ცეკას მდივანთან და მობოდიშებით ასანთი სთხოვა, როდესაც მისგან უარი მიიღო, მივიდა კედელთან, რომელზედაც ეკიდა ბრეჟნევის ახალგაზრდობის სურათი ფორმაში „მცირე მიწაზე“ პაპიროსით ხელში.

-რაზრეშიტე პრიკურიტ?! – ყველასგან შეუმჩნევლად ამოიღო სანთებელა, ვითომ მიადო ბრეჟნევის სიგარეტს, მსუყე ბოლი გამოუშვა და გემრიელად გააბოლა, თავი დაუკრა სურათს და ხმამაღლა მადლობა გადაუხადა ლეონიდ ილიჩს.

სტუმრები გაოგნდნენ და სურათს მიაჩერდნენ. ყველაზე მეტად გაოგნდა ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც სურათთან ზურგით იჯდა, ამიტომ ვერ გაეგო, როგორ მოუკიდა გიამ სიგარეტს და რატომ უხდიდა მადლობას ლეონიდ ილიჩს.

გია ფერაძეზე კიდევ ერთ ისტორიას გაგახსენებთ.

გია, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, ასმათ ტყაბლაძე სხვა მეგობრებთან ერთად წავიდნენ ასმათის მშობლიურ დუშეთში. იქ კარგად მოულხინეს და დადგა უკან დაბრუნების ჟამი. მეგობრები მხოლოდ ერთი მანქანით იყვნენ ჩასულები. იქ უკან წამოსასვლელად დაემატათ ასმათის დედა, მეზობელი და ტაქსის ძებნამ მოუწიათ.

უფროსები ჩასული მანქანით გაისტუმრეს. გია, ნანული, ამირანი და ასმათი ტაქსით წამოვიდნენ. ჯერ კიდევ დუშეთში გახურდა გია, მან დუშელთა კილოზე ააწყო მისი ოხუნჯობები და დაწყვიტა ხალხი სიცილით.

გია ხომ დაუშრეტელი ენერგიით იყო სავსე და მან ტაქსშიც გააგრძელა მაიმუნობები, მით უმეტეს, რომ კარგად შეზარხოშებულიც იყო. მას არც ნანული და ამირანი ჩამორჩნენ და მანქანა სიცილ-ხარხარით უახლოვდებოდა თბილისს.

ბედად იუმორის დამფასებელი მძღოლი შეხვდათ. მანაც იმდენი იცინა, რომ ორჯერ მოუწია მანქანის გაჩერება. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე სიცილისაგან და შეეშინდა ავარია არ გაეკეთებინა. მადლიერი უცხო მსმენელის დანახვაზე გია გაგიჟდა. მიაყარა და მიაყარა ოხუნჯობების სერია.

როგორც იქნა ჩამოაღწიეს ქალაქამდე. კამპანია დიდუბის მეტროსთან აპირებდა ჩამოსვლას. დიდუბის მეტროს სიახლოვეს, სიცილისაგან დაუძლურებულმა მძღოლმა განაცხადა:

-არსადაც არ ჩამოგსვამთ! იმდენი ვიცინე დღეს, რომ ჩემს სიცოცხლეში ამდენი არ მიცინია. არც თქვენი ფული მინდა, ისე დაგარიგებთ.

გამხიარებულმა მძღოლმა ყველანი ჩამოარიგა სახლებში უფასოდ.

კახელების ხუმრობა და ენამოსწრებულობა ყველასათვის ცნობილია. რამდენიმე წლის წინ ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა თელავს ეწვია და ადგილობრივ თეატრში სპექტაკლი დადგა. იმ ამბის პერიპეტიებს მსახიობი პაატა გულიაშვილი ხშირად იგონებს.

რამდენიმე წლის წინ თელავში რობიკო სტურუა ჩავიყვანე და თეატრში კლაისტის პიესა „გატეხილი ქოთანი“ დავდგით.

როგორც ინგლისელებს შექსპირი ჰყავთ, გერმანელებისთვის იგივე კლაისტია. მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა, თუმცა მძიმე წარმოდგენაა და პრემიერის შემდეგ მაყურებელი მოაკლდა.

ამ ამბიდან ცოტა ხანში „ხანუმა“ წარმოვადგინეთ. პიესამ ქალაქში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და თეატრის დარბაზი მუდმივად სავსე გახლდათ.

ერთ დღესაც თელაველი ნაცნობი მომიახლოვდა და მეუბნება: – პაატა, ეს კლაისტის პიესა და  „ხანუმა“ შარვალ-კოსტიუმივით არიანო. აი, ადამიანს ერთი გამოსასვლელი კოსტიუმი რომ აქვს და მხოლოდ საზეიმო დღეებში იცვამს, ეს „გატეხილი ქოთანიაო“, „ხანუმა“ კი ჯინსივითაა, ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვაო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

„ინციდენტი“ კახეთში

რას გამოხატავს თითოეული ფერი

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო