1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6788 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6788 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6849 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0221 ლარი შეადგინა.