დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
,,მსოფლიო თავზარდაცემული აკვირდება ბელარუსის ხელისუფლების მიერ თაღლითური არჩევნების შემდეგ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად გამოყენებულ ძალადობას. დიდი ბრიტანეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ ცნობს“,_ განაცხადა დომინიკ რააბმა.
ასევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მზად არის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
,,ეუთოს მეშვეობით სასწრაფოდ უნდა ჩავატაროთ იმ დაღვევევბის გამოძიება, რამაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების უსამართლოდ აქცია და ასევე უნდა გამოვიძიოთ ის საშინელი პრეპრესიები, რაც არჩევნებს მოჰყვა. გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, ვინც პასუხს აგებს ამაზე“,_ განაცხადა დომინიკ რააბმა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის იფიციალური შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1%-ით გაიმარჯვა.
დღეს, ბელორუსში ათასობით დემოსტრანტი ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს





























































