დომინიკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა კარიბის ზღვის კუნძულოვან ქვეყანაში ერთსქესიანთა კონსენსუალური ურთიერთობის აკრძალვა,_ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლო განჩინებაში წერია, რომ სექსუალური დანაშაულების შესახებ კანონის მე-14 და მე-16 მუხლები, არღვევდნენ თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი კონფიდენციალურობის უფლებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციაში.