აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენად დიდია იმის შესაძლებლობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა უპასუხა:
,,პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.“
მისივე თქმით, განიხილავს 2024 წელს ხელახლა კენჭისყრას, თუ რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია “მიიღოს სწორი ხალხი” კაპიტოლიუმში
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი ადამიანები მივიღოთ. ეს ნიშნავს სენატში, ეს ნიშნავს პალატაში” – უთხრა ტრამპმა წამყვან შონ ჰანიტს.
ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს შუალედურ არჩევნებში, ყველაფერში მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების სახელით
დონალდ ტრამპის თქმით, ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მას მხარი 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მხარდაჭერის დონე მაღალია.
„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.