არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, მაგრამ ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება – გნაცხადა დონალდ ტრამპმა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ძალაუფლება ჯო ბაიდენს გადასცეს, მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულებას წარმოადგენს“.
„იმის მიუხედავად, რომ არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემა მოხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველა კანონიერი ხმის დასათვლელად ბრძოლას გავაგრძელებდით. იმის მიუხედავად, რომ ეს პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულების ნიშანია, ეს ჩვენი ბრძოლის დასაწყისია, რომლიც მიზანიცაა ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დონალდ ტრამპი.
































































