ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ Buisness World-ის ინფორმაციით, თეთრის სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ნატოში დარჩება, თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ.
აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის ხარჯები საჭირო ნიშნულამდე მხოლოდ ნატოს 8 წევრმა სახელმწიფომ გაზარდა.
განსაკუთრებით, თეთრი სახლის ლიდერმა გერმანია გააკრიტიკა.