დონალდ ტრამპი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.
“ყველას ვპასუხობ, ვინც იკითხა, 20 ინვარს მე არ წავალ ინაუგურაციაზე,” – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, თუ ტრამპი, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, ეს აშშ-ის ისტორიაში, ჯონ ადამსის, ჯონ ქუინსის და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, მე-4 პრეზიდენტი გახდება, ვინც ძალაუფლების გადაბარებას არ დაესწრო.
როგორც ცნობილი გახდა, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას აპირებენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი და ჯორჯ ბუში. ამერიკული მედიის ინფორმაციით შესაძლოა, მიპატიჟების შემთხვევაში, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას აშშ–ის მოქმედი ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწროს.
გუშინ, კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ, დონალდ ტრამპმა, ტვიტერზე ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდად მოხდება, თუმცა ტრამპი აშშ–ის დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
To all of those who have asked, I will not be going to the Inauguration on January 20th.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 8, 2021