რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა „TikTok“-ზე დარეგისტრირდა.
სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის პირველი ვიდეო პირველ ივნისს აიტვირთა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, მას „TikTok“-ის აკრძალვა სურდა. სამაგიეროდ დღეს მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა.
ტრამპს უკვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ამავე პლატფორმაზე მხოლოდ 335 ათასამდე გამომწერი ჰყავს.