აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, გერმანია რუსეთის მძევალია. ამის შესახებ თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა fox business – თან მიცემულ ინტევიუში განაცხადა.
ტრამპმის თქმით, გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგერა მერკელს უთხრა, რომ რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდება, როცა ჩრდილოეთ ნაკადის გარეგა, როგორც კი, დასრულდება
„მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის – გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერებული იყო. ის მკვდარი იყო. მე ეს გავაკეთე. შემდეგ მოვიდა ბაიდენი და გააცოცხლა ის. ეს შოკისმომგვრელი იყო. მე ეს პროექტი გაჩერებული მქონდა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ნატოს დაშლის.
[sexy_author_bio]