აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.
„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ“, – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოელის, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნაზე ფიქრობს.
„ბოლო ჯერზე მათ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდი“, – განაცხადა ტრამპმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებული დარტყმის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე მინიშნებით.
ამასთან, მან დიპლომატიური გზის მიმართ ოპტიმიზმი გამოხატა და განაცხადა, რომ ირანს „ძალიან სურს შეთანხმების დადება“ და სამხედრო საფრთხის გამო, გაცილებით სერიოზულად არის ჩართული, ვიდრე წინა მოლაპარაკებების დროს































































