მთელი ძალით ვიბრძოლებთ, რათა თეთრი სახლი შევინარჩუნოთ, _ ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯორჯიის შტატში გამართულ მიტინგზე განაცხადა
ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ „დემოკრატებს“ არჩევნების მოპარვის საშუალება არ მისცენ.
„5 იანვარს სენატში მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ბედი თქვენზეა დამოკიდებული. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმები სათანადოდ დაფიქსირდა. რადიკალურ „დემოკრატებს“ სენატში ადგილების წაღება სურთ. ჩვენ ვიბრძოლებთ
ისინი თეთრ სახლს არ წაიღებენ, ჩვენ მთელი ძალით ვიბრძოლებთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დიადი ვიცე-პრეზიდენტი დაგვეხმარება. ის შესანიშნავი ადამიანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 5 იანვარს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატში ორი დარჩენილი მანდატის ბედი გაირკვევა. თუ „დემოკრატების“ ორივე კანდიდატი გაიმარჯვებს, სენატზე კონტროლი „დემოკრატიულ“ პარტიას ექნება.