დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი ყველა მეგობარი დაკარგა, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, ამომრჩეველებთან შეხვდრაზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა independent წერს.
მისი თქმით ,,ოფისის პატივისცემა“ მეგობრების შენარჩუნებას ართულებს, რადგან კონგრესში მყოფ ხალხს უნდა ენდოს, რომ ისინი მეგობრები გახდნენ.
,,მყავდა მეგობრები და ჩვენ შესანიშნავი საუბრები გვქონდა, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი გავხდი. მას შემდეგ მეგობრები მირეკავენ და ამბობებ: ,,ბატონო პრეზიდენტო, სერ, ხომ არ გსურთ, შევხდეთ?“ – მე კი ვპასუხობ – ,,მოეშვით, უბრალოდ დონალდი დამიძახეთ, ჩვენ ხომ ერთმანეთს 30 წელია ვიცნობთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.