აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ აპლიკაცია Tik Tok -ის ამერიკული განყოფილებას, ამერიკული კომპანია შეიძენს, აშშ-ის მთავრობამ გარიგებიდან წილი უნდა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერმა, ასევე აღნიშნა, რომ გარიგებიდან ,,მნიშვნელოვანი წილის“ მიღების შესახებ მოთხოვნაზე მას კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელობასთანაც ჰქონდა საუბარი.
,,აშშ-მა ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებს ჩემს გარდა. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. გარიგებიდან ,,მნიშვნელოვანი წილის“ მიღებასთან დაკავშირებით კომპანია ,, Microsoft“ ხელმძღვანელობასთან, უკვე მქონდა საუბარი“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტი, ასევე აცხადებს, რომ თუ აპლიკაციის შეძენაზე ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს 15 სექტემბრამდე არ დაასრულებს, Tik Tok – ი ამერიკაში აიკრძალება.
როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის ადმნისტრაცია ჩინურ კომპანია ,,ByteDance”- ს კუთვნილი აპლიკაცია Tik Tok-ი ჩინეთის ხელისუფლებისთვის მომხმარებლების მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.