აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას 9news ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების დოკუმენტი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერის მურიელ ბაუზერის განცხადებით შემდეგ მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ ეს აუცილებელი ღონისძიებაა.
ასევე 9news წერს, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გადამოცხადების შესახებ მიიღო გადაწვეტილება.