ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ,,უოლტერ რიდის“ საავადმყოფო დატოვა და თავის მხარდამჭერებს მიესალმა. ამის შესახებ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტს, დოალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფიცირება, ასევე დაუდგინდა ტრამპის მრჩეველსაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა, საავადმყოფოსთან შეკრებილ გულშემატკივრებს მადლობა Twitter-ზე გადაუხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა, ასევე აღნიშნა, რომ covid-19-ის შესახებ ბევრი რამ შეიტყო.
,,COVID 19-ის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან საინტერესო რამაა,“ – აღნიშნა ტრამპმა.