ამერიკაში ტრადიცია გრძელდება – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ინდაურები შეიწყალა.
უცხოური მედიის ცნობით, ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში – საჯარო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს იმართება.
მადლიერების დღეს ამერიკელები მოსავლისთვის ღმერთს მადლობას სწირავდნენ. წლების შემდეგ კი, ეს დღე საოჯახო დღესასწაულად გადაიქცა.