პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს, ესროლეს. ამერიკის ექსპრეზიდენტს დაზიანება ყურის არეში აღენიშნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გარდა ამისა, თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი.
მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.
FBI აცხადებს, რომ მომხდარი განიხილება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა.
პრესკონფერენციაზე FBI-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ დონალდ ტრამპის მიტინგის მახლობლად შენობის სახურავზე ადამიანი იმყოფებოდა, სანამ სროლა არ გაისმოდა.