პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
„რუსეთთან და ბელარუსთან 400 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება შეკავების ელემენტი, ჩვენს საზღვრებზე ომის უკან დახევის სტრატეგია გახდება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.