დონბასში საომარი ქმედებების შედეგად უკრაინის მხარეს 1 სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ მიერვე გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმაზე საპასუხო ქმედებებს 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა.