,,ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა”,_ ამის შესახებ უკრაინული მედია unian გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაარღვიეს, მათგან 64 შემთხვევაში რუსეთი მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებდა.
როგორც გაერთიანებული ძალების შტაბში აცხადებენ, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიიღო, ხოლო 12-მა ჯარისკაცმა სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანება მიიღეს.
დაშავებული სამხედროები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ უკვე დაფიქსირდა 3 დარღვევა, აქედან 2 მინსკის შეთანხმებით აკრძალული.
[sexy_author_bio]