მინსკის ხელშეკრულების მიუხედავად, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება, რუსეთის ფედერაციამ და მისმა მხარდამჭერებმა „აღმოსავლეთისა“ და „ჩრდილოეთის“ ტაქტიკური ძალების მოქმედების ზონებზე, გუშინ, რამდენიმე იერიში მიიტანეს.
თავდასხმის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.