დონეცკში კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისის აღლუმის გადადება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ აღლუმის ჩატარების ფორმატის შევლის ვერსიას განიხილავენ, რაც გულისხმობს ღონისძიების მაყურებლების გარეშე გამართვას და პირდაპირ ტრანსლირებას.
საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღებენ.