უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა დონეცკის ოლქში უკიდურესად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
“დონეცკის ოლქში ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. მყარი თავდაცვის გამო, დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლებში”, _ განაცხადა ზელენსკიმ.