,,უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს ნოვოპოლისა და ნოვოდარივკას რაიონებში.“ – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აგრესორებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ვრემივკას, პოლტავკას, ჩერნოვეს, ჰულიაიპოლეს, ორიხივის, კამიანსკესა და სხვა დასახლებებში.
„უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და უკან დაიხია ნოვოპილისა და ნოვოდარივკის დასახლებების რაიონებში“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.“ – ნათქვამია განცხადებაში
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში შეტევისთვის ემზადებიან.
“ოკუპანტის ჯარებმა შეკრიბეს უამრავი ტექნიკა და პერსონალი ფრონტის ხაზის ველია ნოვოსილკა-ნოვოდარივკა-მალინივკას მონაკვეთზე. მტერი ცდილობს გადაადგილებას ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ ეს არ გამოუვათ”, – აცხადებდნენ ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაში.
ავტორი