აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, Wikleaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ანსაჟი შეიწყალოს, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ანსაჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობისონმა განუცხადა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ადვოკატი აცხადებს, შეწყალება მოხდება, თუ ანსაჟი დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო.
რობისონის თქმით, 2027 წლის შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ტრამპთან დაახლოებულმა პირებმა – ყოფილმა კონგრესმენებმა დეინა რორაბახერმა და აქტივისტმა ჩარლზ ჯონსონმა აღნიშნული პირობა დაასახელეს.
,,ჩვენ გვითხრეს, რომ დონალდ ტრამპმა იცოდა აღნიშნული შეხვედრის შესახებ და შემდგომ რორაბახერი შეხვედრის დეტალებს და შეთავაზებაზე ჩვენს პასუხს გადასცემდა. შეთავაზებას ისინი ორივე მხარისთვის მომგებიანს უწოდებდნენ“ – განაცხადა რობისონმა Reuters-თან საუბრისას.
როგორც ცნობილია, ჯულია ანსაჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, როცა ეკვადორსის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფარის მინიჭებაზე უარი განაცხადა.
Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულია ანსაჟის 50 კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინიტრო Wikileaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ანსაჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.