რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ძალებისა და ტექნიკის კონცენტრაციის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე თავისი წარმომადგენლობის გაფართოებას გეგმავს. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალიანსის ქვეყნებმა აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის კონტიგენტის გაზრდაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს,
გამოცემის ცნობით, საუბარია ალიანსის საერთაშორისო ძალების რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში განთავსებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ჯარები განლაგებული იყო მხოლოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში.
როგორც dpa წერსლ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნატოს თავდაცვის მინისტრები 16 თებერვალს ოფიციალურად დაადასტურებენ, ხოლო მისი განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება. ნატოში აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის დამატებითი ძალების განლაგება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე რეაგირებას წარმოადგენს.
[sexy_author_bio]