“ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს”,_ ამის შესახებ განცხადებას დემოკრატიის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
“საქართველოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა – მიხეილ ყაველაშვილმა გამაერთიანებელი რიტორიკის მიუხედავად, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის „საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია,” ინაუგურაციის დღესვე 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანისასამართლოს უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, და პირად უსაფრთხოებას, დისკრიმინაციის აკრძალვას.
დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRC)-ის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული კანონებით მიზანმიმართულად აწარმოებს ბრძოლას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციის დისკრიმინაციას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მკაცრი სანქციებით დასჯადად აცხადებს პროტესტის ნებისმიერ ფორმას. ეს წარმოადგენს ძალაუფლების კონსოლიდაციისა და დემოკრატიული პროცესების განადგურების აშკარა მცდელობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და მხოლოდ აძლიერებს ქვეყნის იზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან და რუსული გავლენების გაძლიერებას”,_ ვკითხულობთ განცხადებაში.