მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს,_ ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
“ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება, რაც პირდაპირ კრემლის მხრიდან დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა გაგლოევს თანამდებობის დატოვება 2025 წლიდან დღემდე უკვე სამჯერ მოსთხოვა, მათ შორის უშუალოდ ვლადიმირ პუტინმაც. როგორც ცნობილი ხდება გადადგომის შესახებ ერთ-ერთი საუბარი, სწორედ, გაგლოევის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მოსკოვში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ შედგა, მას ურჩიეს, რომ გადადგომისთვის ხელსაყრელი დრო იყო, თუმცა დე ფაქტო ლიდერმა რჩევა არ გაითვალისწინა. მეტიც, ცხინვალში დაბრუნებულმა საყოველთაო „შაბათობა” გამოაცხადა და მასში თავადაც მიიღო მონაწილეობა. მორიგი ასეთი მოთხოვნა მიმდინარე წლის 9 მაისს, მოსკოვში ვიზიტის დროს წარმოიშვა, სადაც მას გადადგომის სანაცვლოდ რუსეთის დუმის დეპუტატობა ან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მაღალ პოზიცია დაჰპირდნენ.
მიუხედავად რუსეთის მოლოდინისა, გაგლოევს მთავრობა ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაუთხოვია”,_ წერია გავრცელებულ ინფორმციაში.


































































