“ქართული ოცნება” მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო გამოძიების შედეგების უგულებელყოფას და მთავარ დამნაშავედ ქართული მხარის წარმოჩენას.
5 თებერვალს, პარტია „ქართულმა ოცნებამ” მიიღო „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” შექმნის შესახებ დადგენილება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს არ პასუხებს. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისია უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული საკითხის შესწავლას და არა ზოგადად 9 წლიან პერიოდს.
17 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნათელი გამოჩნდა, რომ კომისიის მთავარი ინტერესი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაა. კომისიის სხდომაზე წევრთა მხრიდან გაჟღერებული კითხვებმა და კომენტარებმა ცხადიყო, რომ ,,ქართული ოცნება” 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. აღნიშნული წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, უგულებელყოფს საერთაშორისო გამოძიების შედეგებს და თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან”,_ აცხადებს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”.