DRI ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაია თეთრაულის მიერ მიღებულ განაჩენს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით. 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ და ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის ნაწილში გამართლდნენ.
2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეებში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არაერთი მტკიცებულება და სასამართლოს წინაშე დაკითხული მოწმე ადასტურებდა. როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში პროკურატურის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობამ სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ბრალდებულებისთვის წაყენებული ბრალი მძიმე მუხლებიდან მსუბუქ მუხლებზე გადაეკვალიფიცირებინა. ეს შესაძლებლობა მოსამართლე თეთრაულმა სრულად გამოიყენა.
DRI მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულის მიერ მიღებული განაჩენი წაახალისებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენას.