„გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ გურიაში 22 მარტს დროებით გამოიდარებს, 23 მარტს ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს, მაგრამ 24 მარტიდან ისევ ნალექი, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
„21 მარტის ჩათვლით ნარჩუნდება გრილი, წვიმიანი ამინდი. დღის საათებში ინტენსიურად იწვიმებს, ღამის საათებში კი შესუსტდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ისევ რჩება +10, +12 გრადუსის ფარგლებში. ღამით +2, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 მარტს აღმოსავლეთ მიმართულების ქარი გაძლიერდება. დღის საათებში 22 მარტს დროებით გამოიდარებს. მაქსიმალურმა ტემპერატურამ 23 მარტს შეიძლება +20 გრადუსს გადააჭარბოს. 24 მარტიდან ისევ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე, ღამით მთაში თოვლია მოსალოდნელი. 27 მარტამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“,_ გვითხრა გვაზავამ.