ევროპაში ერთ–ერთი საგასტროლო მოგზაურობის დროს შალიაპინთან სასტუმროში მივიდა ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი. მას შალიაპინის მეგობარი შეეგება.
– ფეოდორ ივანოვიჩს ამჟამად არ სცალია, მაგრამ ყველა თქვენ კითხვას მე გავცემ პასუხს.
– შალიაპინის მომავალი გეგმები?
– ჩვენ მივემგზავრებით მილანში, სადაც “ლა–სკალაში” “მეფისტოფელს” ვიმღერებთ. შემდეგ ჩვენ კონცერტს გავმართავთ ლონდონში, ინგლისის მეფის პატივსაცემად, შემდეგ…
– ყველაფერი შესანიშნავია, პეტრე, – გაისმა მეზობელი ოთახიდან შალიაპინის მჭექარე ხმა, – მხოლოდ არ დაგავიწყდეს თან ჩემი წაყვანაც!
ავტორი