დუბაიში ტურისტული ავტობუსის მონაწილეობით მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საამიროს პოლიცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
უწყების ინფორმაციით, კიდევ 5 ადამიანმა, მათ შორის ავტობუსის მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ომანის სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„ამ დროის მონაცემებით, ქუვეითში საქართველოს საკონსულოში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის აკრედიტებული, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა“, _ აცხადებენ უწყებაში.